თავში

რუსეთმა აქციების დასაშლელ ტექნიკაზე 7 მილიარდზე მეტი დახარჯა

რუსეთმა აქციების დასაშლელ ტექნიკაზე 7 მილიარდზე მეტი დახარჯა
რუსეთმა აქციების დასაშლელ ტექნიკაზე 7 მილიარდზე მეტი დახარჯა

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „აგორამ“ კვლევა ჩაატარა, რა რესურსს ფლობს და რას იყენებს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ქვეყანაში აქციებისა და მიტინგების დასაშლელად.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული გვარდიის ბალანსზე უამრავი სპეციალური საშუალებაა. მომიტინგეთა დასაშლელ არალეტალური ტექნიკის ჩამონათვალში შედის წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და ხმოვანი სიგნალის მანქანები, მომიტინგეთა დასაშლელი ჯავშანტექნიკა, არალეტალური ხელყუმბარები, რეზინის ხელკეტები, ფარები, ბორკილები, ელექტროშოკი. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამ ყველაფერში 4,4 მილიარდ რუბლზე მეტია გადახდილი, თუმცა აქციების დაშლისას სამართალდამცავები ამ ტექნიკის ნახევარსაც არ იყენებენ. უფლებადამცველების ვარაუდით, მათი რეზერვში არსებობა უფრო მოსახლეობის დაშინებას ისახავს მიზნად. თუმცა, ტექნიკის ის ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საკმაოდ სახიფათოა.

ამ სპეცტექნიკის გამოყენებამ შესაძლოა მხედველობის, სმენის, მეტყველების უნარის დაკარგვა, ან რომელიმე შინაგანი ორგანოს სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. უფლებადამცველები ხელისუფლებას მოუწოდებენ, სპეცტექნიკის შესყიდვას კარგად შეისწავლონ მათი გამოყენების დროს მოსალოდნელი საფრთხეები.

აგორას მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, რუსეთის ხელისუფლებამ 2015 წლიდან დღემდე, სპეცტექნიკის შესაძენად 7 მილიარდ 317 მილიონ რუბლზე მეტი დახარჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system