თავში

რუსეთმა არგენტინაში 300 000 დოზა ვაქცინა გაგზავნა

რუსეთმა არგენტინაში 300 000 დოზა ვაქცინა გაგზავნა
რუსეთმა არგენტინაში 300 000 დოზა ვაქცინა გაგზავნა

გასულ კვირას რუსეთმა არგენტინაში 300 000 დოზა ვაქცინა გაგზავნა. ეს მოსკოვის მიერ ვაქცინის პირველი საერთაშორისო გზავნილია. აღსანიშნავია, რომ პირველი პარტიაში ვაქცინის მხოლოდ პირველი დოზებია წარმოდგენილი. მისი შექმნა გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე მეორე დოზის. 

სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, რომლის შეფუთვაშიც, როგორც წესი, ორი დოზაა მოცემული, რუსული Sputnik V-ის ვაქცინა მიიღება ორი სხვადასხვა არააქტიური ვირუსის გამოყენებით. 

გამალეიას ინსტიტუტი, რომელმაც ვაქცინა შეიმუშავა, აცხადებს, რომ ორი დოზის მიღების შემდეგ, ვაქცინის ეფექტურობა 91%-ს აღემატება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი რუსი მწარმოებლის აზრით, მეორე დოზა, რომელიც შეჰყავთ პირველიდან 21 დღის შემდეგ, ნაკლებად სტაბილურია.

არგენტინაში ვაქცინის დოზების გაგზავნის გადაწყვეტილებამ რუსეთში მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ის მოსკოვს გარეთ ჯერ კიდევ მიუწვდომელია.

არგენტინა ბელარუსის შემდეგ მეორე ქვეყანაა, რომელმაც რუსული ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system