თავში

რუსეთმა, აშშ-მა და საფრანგეთმა ყარაბაღთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მოამზადეს

რუსეთმა, აშშ-მა და საფრანგეთმა ყარაბაღთან დაკავშირებით
რუსეთმა, აშშ-მა და საფრანგეთმა ყარაბაღთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მოამზადეს

რუსეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა - ვლადიმერ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა ერთობლივ განცხადებაში აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელმძღვანელობას მთიანი ყარაბაღის საკითხზე წინაპირობის გარეშე მოლაპარაკებების აღდგენისკენ მოუწოდებენ.

"მოვუწოდებთ სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელებს, კეთილსინდისიერად და წინაპირობის დაყენების გარეშე, დაუყოვნებლივ აიღოს თავის თავზე ვალდებულება, განაახლოს მოლაპარაკებები დარეგულირების საკითხზე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების დახმარებით", - აღნიშნულია მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების განცხადებაში.

რუსეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი, დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი თვლიან, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

"მოვუწოდებთ მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ", - აღნიშნულია სამი ქვეყნის ლიდერის განცხადებაში.

-15:54-

ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთი, აშშ და საფრანგეთი ერთობლივ განცხადებას მოამზადებენ,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს შეხვედრისას აცნობა.

”შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყარაბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსკიდევ ერთხელ გამოითქვა უკიდურესი შეშფოთება იქ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები გამო",- აცხადებს კრემლის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system