თავში

რუსეთმა COVID-19-ის ვაქცინის წარმოება დაიწყო

რუსეთმა COVID-19-ის ვაქცინის წარმოება დაიწყო
რუსეთმა COVID-19-ის ვაქცინის წარმოება დაიწყო

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირება დაასრულა და მის წარმოებას იწყებს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პრეპარატი "გამალეის" ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის სპეციალისტების მიერ არის შემუშავებული.

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატი დაარეგისტრირა. 

ვაქცინის სახელწოდებაა  " სპუტნიკ V".

მედიის ინფორმაციით, ვაქცინაცია იგეგმება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე - I კომპონენტით, ხოლო ვაქცინაციის მეორე ეტაპი სამი კვირის შემდეგ უნდა ჩატარდეს - II კომპონენტით.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი ინექციის სქემა გრძელვადიანი იმუნიტეტის წარმოქმნას განაპირობებს, რომელსაც ორგანიზმი ორ წლამდე ინარჩუნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system