თავში

რუსეთმა და საფრანგეთმა ქვეყნიდან დიპლომატები ფარულად გააძევეს - Les Echos

რუსეთმა და საფრანგეთმა ქვეყნიდან დიპლომატები ფარულად გააძევეს - Les Ec
რუსეთმა და საფრანგეთმა ქვეყნიდან დიპლომატები ფარულად გააძევეს - Les Echos

რუსეთმა და საფრანგეთმა, 2020 წლის ბოლოს, ერთმანეთის დიპლომატები დედაქალაქიდან ფარულად გააძევეს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Les Echos სანდო წყაროებზე  დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთმა პარიზში რუსეთის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი მას შემდეგ გააძევა, რაც იგი ჯაშუშობაში იქნა ეჭვმიტანილი.

რუსეთმა საფრანგეთის ქმედებას ანალოგიურად უპასუხა და მოსკოვში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ერთ-ერთი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

გამოცემას აღნიშნავს, რომ ოპერაცია გასაიდუმლოებულად მიმდინარეობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system