თავში

რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრიდან ჯარები გაჰყავს

​რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრიდან ჯარები გაჰყავს
რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრიდან ჯარები გაჰყავს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გენერალურ შტაბს და ჯარების მეთაურებს დაავალა, მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დააბრუნონ ჯარები, რომლებიც ბოლო პერიოდში უკრაინის საზღვართან იყო მობილიზებული. ინფორმაციას ამის შესახებ "РБК" ავრცელებს.

”რუსეთი 23 აპრილიდან იწყებს ჯარის გაყვანას სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო რაიონებიდან მუდმივი განლაგების ადგილებში. სამხედრო ნაწილების შემოწმება სრულდება“, - თქვა შოიგუმ.

რუსულ მედიას ასევე მოჰყავს შოიგუს სიტყვები, რომ ”მოულოდნელი შემოწმების მიზნები სრულად იქნა მიღწეული, ჯარებმა ქვეყნის საიმედო თავდაცვის შესაძლებლობა აჩვენა”.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მკვეთრად დაიძაბა. რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობით სამხედრო ნაწილებს მოუყარა თავი. გახშირდა დაბომბვები გამყოფი ხაზის გასწვრივ, რასაც სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი მოჰყვა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთება უკვე გამოთქვეს აშშ-მა, NATO-მ და ევროკავშირის ქვეყნებმა. ისინი პუტინს უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system