თავში

რუსეთმა "ღია ცის შესახებ" ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურა დაიწყო

​რუსეთმა "ღია ცის შესახებ" ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურა დაიწყო
რუსეთმა ღია ცის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურა დაიწყო

რუსეთი "ღია ცის შესახებ" ხელშეკრულებიდან გასვლის შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში უწყება წერს, რომ 2020 წლის 22 ნოემბერს ხელშეკრულება აშშ-მა დატოვა.

"ვაშინგტონის გადაწყვეტილებამ დოკუმენტის მოქმედებას სერიოზული ზიანი მიაყენა, "ღია ცის შესახებ" ხელშეკრულების როლი, როგორც ნდობისა და უსაფრთხოების ინსტრუმენტისა, შეირყა", - აღნიშნავენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა 2020 წლის 22 ნოემბერს "ღია ცის შესახებ" ხელშეკრულება ოფიციალურად დატოვა. ეს ნიშნავს იმას, რომ სამხედრო მოქმედებების მონიტორინგის მიზნით, ხელშეკრულების მხარე ქვეყნების ტერიტორაზე გადაფრენა აშშ-ს აღარ შეეძლება. ვაშინგტონი ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად რუსეთის მიერ დოკუმენტის შეუსრულებლობას ასახელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system