თავში

რუსეთმა ყაზახეთში მედესანტეების გადასროლა დაიწყო

​რუსეთმა ყაზახეთში მედესანტეების გადასროლა დაიწყო
რუსეთმა ყაზახეთში მედესანტეების გადასროლა დაიწყო

რუსეთის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავი სამშვიდობო კონტინგენტის რუსული ნაწილის ყაზახეთში გადასროლას ახორციელებს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამდივნოს ცნობით, კონტინგენტი საჰაერო-სადესანტო ჯარების ქვედანაყოფებს მოიცავს.

ყაზახეთში მათი ძირითადი ამოცანები სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვა და სიტუაციის სტაბილიზაციაში დახმარება იქნება.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შენაერთებმა ყაზახეთში დაკისრებული ამოცანების შესრულება უკვე დაიწყეს.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისთაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაცით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system