თავში

რუსეთმა შავი ზღვის სამ მონაკვეთში გემების მიმოსვლა აკრძალა

რუსეთმა შავი ზღვის სამ მონაკვეთში გემების მიმოსვლა აკრძალა
რუსეთმა შავი ზღვის სამ მონაკვეთში გემების მიმოსვლა აკრძალა

რუსეთი 24 აპრილიდან შავი ზღვის სამ მონაკვეთში გემების მიმოსვლას 6 თვით კრძალავს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ყირიმის სანაპიროს გასწვრივ აკვატორიას სევასტოპოლსა და გურზუფს შორის, ქერჩის ნახევარკუნძულთან არსებულ მონაკვეთსა და ყირიმის დასავლეთ ნაწილთან არსებულ მცირე მონაკვეთზე.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ნავიგაციისა და ოკეანოგრაფიის დეპარტამენტის ცნობით, ქერჩის სრუტე და მისი მისადგომები საზღვაო მიმოსვლისთვის ღია დარჩება. 

აღნიშნული შეზღუდვა 24 აპრილის 21:00 საათიდან ამოქმედდება და 31 ოქტომბრის 21:00 საათამდე იმოქმედებს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ტერიტორიები რუსეთისათვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. როგორც რუსული მედია საშუალებები იუწყებიან, აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაბამისი წვრთნებია დაგეგმილი.  თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში შავი ზღვის რეგიონების დახურვის ოფიციალური მიზეზი აღნიშნული არ არის. 

რუსეთის გადაწყვეტილება უკრაინამ უკვე გააპროტესტა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე შესაბამისი განცხადება გამოქვეყნდა, რომლითაც უწყებამ რუსეთისგან შეზღუდვების მოხსნა მოითხოვა. 

აშშ-ში მოსკოვის გადაწყვეტილებას უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system