თავში

რუსეთს ოლიმპიადაზე დისკვალიფიკაცია ემუქრება

რუსეთს ოლიმპიადაზე დისკვალიფიკაცია ემუქრება
რუსეთს ოლიმპიადაზე დისკვალიფიკაცია ემუქრება

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე შესაძლოა რუსეთს მონაწილეობა აუკრძალონ. ამის მიზეზად ევროპული მედია მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტოში არსებულ დარღვევებს ასახელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რუსეთში 18 თვის განმავლობაში ხდებოდა დოპინგ-სინჯებითა და სხვადასხვა ინფორმაციის გაყალბება და მანიპულირება, რათა სპორტსმენების მიერ აკრძალული პრეპარატების გამოყენება დაეფარათ. მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ექსპერტები საბოლოო ანგარიშს 23 სექტემბერს წარმოადგენენ. როგორც ცნობილია, მათ უკვე შეამოწმეს მოსკოვის ლაბორატორია, რომელსაც დარღვევების გამო მუშაობის უფლება ერთხელ უკვე ჩამოართვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system