თავში

რუსეთს შეუძლია, უკრაინაში შეჭრის საბაბი მოიგონოს - ბაიდენის მრჩეველი

​რუსეთს შეუძლია, უკრაინაში შეჭრის საბაბი მოიგონოს - ბაიდენის მრჩეველი
რუსეთს შეუძლია, უკრაინაში შეჭრის საბაბი მოიგონოს - ბაიდენის მრჩეველი

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია, უკრაინაში შეჭრის საბაბი გამოიგონოს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა დაადგინეს, რომ რუსეთი აყალიბებს საფუძველს შეჭრის საბაბის გაყალბებისთვის, მათ შორის დივერსიული და საინფორმაციო ოპერაციების საშუალებით, რისთვისაც ადანაშაულებს უკრაინას აღმოსავლეთ უკრაინაში რუსულ ჯარებზე მოსალოდნელი თავდასხმის მომზადებაში.

ეს სცენარი 2014 წელს ვნახეთ და ისევ ამზადებენ“, - განაცხადა სალივანმა.

მან ხაზი დასძინა, რომ აშშ "ნებისმიერ შემთხვევაში მზადაა".

ამავე დროს, ჯო ბაიდენის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ არ გააჩნია მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ჯერ კიდევ სჯერა, რომ „დიპლომატიის გზამ, შესაძლოა, იმუშაოს“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system