თავში

რუსეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
რუსეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. არჩევნები 83 სუბიექტში იმართება, სადაც უნდა იყოს არჩეული 18 გუბერნატორი და 11 საკანონმდებლო კრების დეპუტატი. 

ახალი კანონის მიხედვით, წინასწარი ხმის მიცემა 11 სექტემბერს დაიწყო და დღეს არჩევნების მესამე დღეა. 

დღეს ერთიანი ხმის მიცემის დღეა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

რუსეთში, 22 327 მუნიციპალური წარმონაქმნია, რომლებიც მნიშვნელობით ფედერალური ქალაქების შემდეგ მოდის. რუსეთში სამი ფედერალური მნიშვნელობის ქალაქია: მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი და სევასტოპოლი. მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პარტიიდან წარდგენილ კანდიდატებს, ასევე დამოუკიდებელ კანდიდატებსაც. მუნიციპალური დეპუტატების უფლებამოსილების ვადა 2-იდან 5 წლამდეა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში 36 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system