თავში

რუსეთში არ ჩახვიდეთ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს

​რუსეთში არ ჩახვიდეთ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს
რუსეთში არ ჩახვიდეთ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს

რუსეთში არ ჩახვიდეთ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყნის მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთში არ იმოგზაურონ. რეკომენდაციები Travel.State.Gov-ზე გამოქვეყნდა.

"არ ჩახვიდეთ რუსეთში ტერორიზმის, რუსეთის სამთავრობო უსაფრთხოების თანამშრომლების მხრიდან დევნის, აშშ-ის მოქალაქეთა დახმარების რუსეთში აშშ-ის საელჩოს შეზღუდული შესაძლებლობებისა და ადგილობრივი კანონმდებლობის თვითნებური გამოყენების გამო", - აღნიშნულია რეკომენდაციებში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ COVID-19-ისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამოც მოუწოდებს.

რეკომენდაციებში ასევე ხაზგასმულია, რომ მოქალაქეები არ უნდა გაემგზავრონ ჩრდილოეთ კავკასიასა და ყირიმში.

"ნუ გაემგზავრებით ჩრდილოთ კავკასიაში, ჩეჩნეთისა და ელბრუსის მთის ჩათვლით, ტერორიზმის, გატაცებისა და სამოქალაქო არეულობების რისკის გამო. ასევე ყირიმში, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციისა და საოკუპაციო ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გამო,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system