თავში

რუსეთში არასამუშაო დღეები აპრილის ბოლომდე გაგრძელდება - განახლებულია

რუსეთში არასამუშაო დღეები აპრილის ბოლომდე გაგრძელდება
რუსეთში არასამუშაო დღეები აპრილის ბოლომდე გაგრძელდება - განახლებულია

არასამუშაო კვირამ დროის მოგების საშუალება მოგვცა, - ამის შესახებ მოსახლეობისადმი მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.

"ეპიდემიის პიკმა ჯერ კიდევ არ გადაირა, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თვითიზოლაციის რეჟიმი თვის ბოლომდე, ხელფასის შენარჩუნებით გაგრძელდება", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 3 548 შემთხვევაა დადასტურებული, 30 ადამიანი გარდაიცვალა.

17:44 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსახლეობისადმი კიდევ ერთ მიმართვაზე მუშაობს. მისი შინაარსი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მოქალაქეებს სატელევიზიო ეთერით პუტინმა გასულ კვირაშიც, 25 მარტს მიმართა და მიმდინარე კვირა არასამუშაოდ გამოაცხადა.  მიმართვის შემდეგ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსკოვსა და რუსეთის რეგიონების უმეტეს ნაწილში, თვითიზოლაცია გამოცხადდა. გააგრძელებს თუ არა არასამუშაო პერიოდს პუტინი კიდევ, ეს ჯერჯერობით უცნობია.

რუსეთში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 771-ით გაიზარდა და 3548-ს მიაღწია. გარდაიცვალა 30 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 235 პაციენტი, საავადმყოფოში მკურნალობას 3283 დაინფიცირებული განაგრძობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system