თავში

რუსეთში არასამუშაო პერიოდი 11 მაისამდე გახანგრძლივდა

რუსეთში არასამუშაო პერიოდი 11 მაისამდე გახანგრძლივდა
რუსეთში არასამუშაო პერიოდი 11 მაისამდე გახანგრძლივდა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინმის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციის სწრაფი მაჩვენებლის ფონზე, არასამუშაო პერიოდი 11 მაისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

შეზღუდვები, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს უნდა მოხსნილიყო, თუმცა ქვეყანაში ინფექციის გავრცელება კვლავ ზრდას განაგრძობს.

რუსეთის მთავრობა ეკონომიკისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით  5 მაისამდე შეზღუდვების შემსუბუქების დამატებით რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს 72 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 867-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რიცხვი 93 558-ს აღწევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system