რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 399 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 124 895-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 10 407-ით გაიზარდა და 5 156 250-ს მიაღწია.
რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 761 899 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 269 456 აქტიური შემთხვევაა.