
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 741 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 316 904-მდე გაიზარდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 15 830-ით გაიზარდა და 10 666 679-ს მიაღწია.
რუსეთში კორონავირუსისგან 9 706 802 ადამიანი გამოჯანმრთელდა.