რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 575 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 71 651-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 19 138-ით გაიზარდა და 3 793 810-ს მიაღწია.
რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 229 258 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 492 901 აქტიური შემთხვევაა.