რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 740 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 319 172-მდე გაიზარდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 21 155-ით გაიზარდა და 10 723 305-ს მიაღწია.
რუსეთში კორონავირუსისგან 9 784 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა.