
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 895 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 211 696-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 25 110-ით გაიზარდა და 7 637 427-ს მიაღწია.
რუსეთში კორონავირუსისგან 6 759 059 ადამიანი გამოჯანმრთელდა.