
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 663 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 137 925-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 25 142-ით გაიზარდა და 5 610 000-ს მიაღწია.
რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 068 000 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 404 115 აქტიური შემთხვევაა.