რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 364 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 116 575-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 183-ით გაიზარდა და 4 957 756-ს მიაღწია.
რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 572 226 ადამიანი. ამ დროისათვის, ქვეყანაში COVID-19-ის 268 955 აქტიური შემთხვევაა.