თავში

რუსეთში COVID-19-ით 24 საათში 10 899 პირი დაინფიცირდა

​რუსეთში COVID-19-ით 24 საათში 10 899 პირი დაინფიცირდა
რუსეთში COVID-19-ით 24 საათში 10 899 პირი დაინფიცირდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 107 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 2 116-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კოროვირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 10 899-ით გაიზარდა და 232 243-ს მიაღწია. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა იტალიისა და დიდი ბრიტანეთის მაჩვენებლებს გაუსწრო და ახლა ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევებით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-სა და ესპანეთის შემდეგ.

კორონავირუსისგან სულ 43 512 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებით, რუსეთმა მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system