თავში

რუსეთში COVID-19-ით 24 საათში 11 656 პირი დაინფიცირდა

​რუსეთში COVID-19-ით 24 საათში 11 656 პირი დაინფიცირდა
რუსეთში COVID-19-ით 24 საათში 11 656 პირი დაინფიცირდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 94 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 2009-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კოროვირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 11 656-ით გაიზარდა და 221 344-ს მიაღწია. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა იტალიისა და დიდი ბრიტანეთის მაჩვენებლებს გაუსწრო და ახლა ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევებით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-სა და ესპანეთის შემდეგ.

კორონავირუსისგან სულ 39 801 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system