
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 91 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 2 722-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კოროვირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 926,-ით გაიზარდა და 290 678-ს მიაღწია.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ინფიცირებულ პირთა 80% 65 წელს მიუღწეველი პირია.
კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებით, რუსეთმა მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
კორონავირუსისგან სულ 70 209 პაციენტი გამოჯანმრთელდა.