რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს 66 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 747-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კოროვირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 6 361-ით გაიზარდა და 80 949-ს მიაღწია. შტაბის განცხადებით, ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტს სიმპტომები არ აღენიშნება.