თავში

რუსეთში დედამ შვილები ფანჯრიდან გადმოაგდო

რუსეთში დედამ შვილები ფანჯრიდან გადმოაგდო
რუსეთში დედამ შვილები ფანჯრიდან გადმოაგდო

რუსეთში, ქალაქ სარატოვში, დედამ ორი მცირეწლოვანი შვილი მეოთხე სართულის საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადმოაგო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალმა 5 წლის და 8 წლის ქალიშვილებზე ფიზიკურად იძალადა. მცირეწლოვანები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

საავადმყოფოში გადაიყვანეს ასევე გოგონების დედაც, რომელსაც ცივი იარაღით მიყენებული დაზიანება აღენიშნება.

ოფიციალური წყაროები არასრულწლოვნების დაშავების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ამ დროისთვის დანაშაულში გოგონების დედის მონაწილეობის ფაქტი ოფიციალურად არ დასტურდება. მომხდარს პროკურატურა იძიებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system