თავში

რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსით 95 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსით 95 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსით 95 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 95 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 14 058-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 462-ით გაიზარდა და 845 443-ს მიაღწია.

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებით, რუსეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.

 რუსეთში კორონავირუსისგან 646 524 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 8 114 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system