თავში

რუსეთში ფურგალის მხარდასაჭერი ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობს

რუსეთში ფურგალის მხარდასაჭერი ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობს
რუსეთში ფურგალის მხარდასაჭერი ანტისამთავრობო აქცია მიმდინარეობს

რუსეთში, ქალაქ ხაბაროვსკში დაკავებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდასაჭერი მორიგი მსვლელობა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მიერ ადგილობრივი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად განხორციელებულ ღონისძიებებს ეწინააღმდეგებიან. დღევანდელ მსვლელობაში დაახლოებით 3 000 ადამიანი მონაწილეობს.

მომიტინგეები კრემლს უპირისპირდებიან და სერგეი ფურგალის გათავისუფლებას მოითხოვენ. 

სერგეი ფურგალი 9 ივნისს დააკავეს. მას 2004-2005 წლებში ორი ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზება და ერთ მეწარმეზე თავდასხმა ედება ბრალად, ყოფილ გუბერნატორს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ყოფილი გუბერნატორის დაპატიმრებას, რომელიც მისი მომხრეების თქმით, პოლიტიკურად იყო მოტივირებული, საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system