თავში

რუსეთში გაყინული ჩანჩქერის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა - VIDEO

რუსეთში გაყინული ჩანჩქერის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა - VIDEO
რუსეთში გაყინული ჩანჩქერის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა - VIDEO

რუსეთში, ვილიუჩინსკის ფერდობზე მდებარე გაყინული 40 მეტრიანი ჩანჩქერის ნაწილი ჩამოიშალა, სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ. ცნობილია, რომ ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ამის შესახებ Daily Mail წერს.

თვითმხილველთა თქმით, ბავშვი და ორი ზრდასრული ყინულიდან მძიმე მდგომარეობაში გამოიყვანეს და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 4 ადამიანი ამ დრომდე ყინულის ქვეშ რჩება.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმით, Mi-8 ვერტმფრენით მაშველები, სასწრაფო დახმარების ექიმები და გამომძიებლები შემთხვევის ადგილზე გაგზავნეს.

ტრაგედიის ადგილი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. ცნობილია, რომ ინციდენტის დროს ტემპერატურა -11 გრადუსი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system