თავში

რუსეთში "გაზპრომის" ბაზაზე მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში "გაზპრომის" ბაზაზე მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში გაზპრომის ბაზაზე მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ქალაქ ყაზანში "გაზპრომის“ თხევადი გაზის ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სამი დაშავდა. ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მეხანძრეებმა დამატებითი ძალები მოითხოვეს, რაც იმას გულისხმობს, რომ მათ რთულ ვითარებაში უწევთ მუშაობა.

აფეთქებამ  ხანძარი გამოიწვია და არსებობდა ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრეებმა  ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system