თავში

რუსეთში იქთიოზავრის ნეშტი აღმოაჩინეს - PHOTO

რუსეთში იქთიოზავრის ნეშტი აღმოაჩინეს
რუსეთში იქთიოზავრის ნეშტი აღმოაჩინეს - PHOTO

რუსეთში, ქალაქ ვლადივოსტოკის რუსკის კუნძულზე იქთიოზავრის ნეშტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელმა განაცხადა.

საგანმანათლებლო პროექტის მონაწილეებმა, კუნძულზე გასეირნების დროს, ტაიფუნის შედეგად გაყოფილი ქვა აღმოაჩინეს, სადაც ძვლის ფრაგმენტები ნახეს. იქ მყოფმა პალეონტოლოგიური მიმართულების მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ეს იქთიოზავრი იყო.

"სავარაუდოდ, დიახ, ეს არის იქთიოზავრის ნეკნები. ისინი ზღვაში ცხოვრობდნენ. კუნძულ რუსკისზე მათი ნეშტები მეორედ აღმოაჩინეს. ეს მეორე ასეთი აღმოჩენაა. აღსანიშნავია, რომ მისი ნეშტების ნაწილი კლდეშია, ამიტომ კლდის დაშლა უნდა მოხდეს, რადგან, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი სხეულის ნაწილი, თავის ქალა სწორედ იქ არის მოყოლილი. სავარაუდოდ, ნეშტები 220 მილიონი წლის არის", - განაცხადა მეცნიერმა.

იქთიოზავრები გადაშენებული ზღვის ქვეწარმავლების ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომლებსაც თევზისა და დელფინების მსგავსი ფორმა აქვთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system