თავში

რუსეთში ირანის ელჩის შვილმა თავი მოიკლა

​რუსეთში ირანის ელჩის შვილმა თავი მოიკლა
რუსეთში ირანის ელჩის შვილმა თავი მოიკლა

რუსეთში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მეშჰდი სანაის 28 წლის ქალიშვილი არეფეჰ სანაი გარდაიცვალა. მისი ცხედარი პოდსოსენსკის შესახვევში მდებარე სახლის ეზოში აღმოაჩინეს,

რუსული მედიის ინფორმაციით, არეფეჰმა თავი მოიკლა. ბოლო წლებში ის უმეტესად რუსეთში ცხოვრობდა, ირანში კი ოთხი თვის წინ იყო.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება.

ირანის საელჩო ინფორმაციას თვითმკვლელობის შესახებ უარყოფს. უწყება აცხადებს, რომ არეფეჰ სანაის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system