თავში

რუსეთში ისევ კორონავირუსის ორი ანტირეკორდი დაფიქსირდა

რუსეთში ისევ კორონავირუსის ორი ანტირეკორდი დაფიქსირდა
რუსეთში ისევ კორონავირუსის ორი ანტირეკორდი დაფიქსირდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 1 064 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 228 453-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 37 141-ით გაიზარდა და 8 168 305-ს მიაღწია.

გარდაცვალებისა და გამოვლენილი ახალი შემთხვევების მიხედვით ორივე მაჩვენებელი რეკორდული გახდა.

რუსეთში კორონავირუსისგან 7 117 060 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system