თავში

რუსეთში კარანტინში მყოფ ადამიანებს სპეციალური აპლიკაციით გააკონტროლებენ

რუსეთში კარანტინში მყოფ ადამიანებს
რუსეთში კარანტინში მყოფ ადამიანებს სპეციალური აპლიკაციით გააკონტროლებენ

რუსეთის ხელისუფლებამ კარანტინში მყოფი ადამიანების გასაკონტროლებლად სპეციალური აპლიკაცია შექმნა, რადგან ქვეყანაში კარანტინის ზომები მკაცრდება. 

რუსეთში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი მოსკოვია და აქ საყოველთაო კარანტინი კვირას გამოცხადდა. ახლა კი მთავრობა აპლიკაციის საშუალებით ადამიანების გაკონტროლებას შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას "Reuters" ავრცელებს. 

მთავრობის წარმომადგენელმა, ედუარდ ლისენკომ  რადიო "Эхо Москвы-სთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ აპლიკაცია ჯერ კიდევ ტესტირების პროცესშია. მისი თქმით, ქალაქი ასევე  QR–კოდური სისტემის შემუშავებისთვის ემზადება. მისი წყალობით, თითოეულ რეზიდენტს, რომელიც ინტერნეტით დარეგისტრირდება, უნიკალური კოდი მიენიჭება, რომელსაც მაღაზიაში წასვლის ან გარეთ გასვლისას პოლიციის თანამშრომლებს წარუდგენენ.

რუსეთში კორონავირუსით იმფიცირებულთა რაოდენობა 2,777 – მდე გაიზარდა. 24 საათის მანძილზე კი, 440 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის 24 ადამიანია გარდაცვლილი

მოსკოვის მაცხოვრებლებს განუცხადეს, რომ მათ თავიანთი სახლების დატოვება მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ობიექტებში წასასვლელად საკვების ან მედიკამენტების შესაძენად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად, ძაღლის გასეირნების საჭიროებისა ან ნაგვის გადასაყრელად შეუძლიათ. დღეს იგივე ზომები რუსეთის ოთხმა სამხრეთ რეგიონმა გამოაცხადა, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთის 80-ზე მეტი რეგიონიდან 60-ზე მეტი ნაწილობრივ ჩაკეტილობის მდგომარეობაშია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system