თავში

რუსეთში ხანძრის შედეგად 4 ბავშვი დაიღუპა

რუსეთში ხანძრის შედეგად 4 ბავშვი დაიღუპა
რუსეთში ხანძრის შედეგად 4 ბავშვი დაიღუპა

რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 არასრულწლოვანი დაიღუპა და ორი ადამიანი დაშავდა. ცნობილია, რომ დაშავებულებს შორის არიან 12 წლის ბავშვი და მისი ბებია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

მეხანძრეების თქმით, ხანძარი ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის ადგილზე 37 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system