თავში

რუსეთში კორონავირუსით 400-მდე ფეხმძიმე დაინფიცირდა

​რუსეთში კორონავირუსით 400-მდე ფეხმძიმე დაინფიცირდა
რუსეთში კორონავირუსით 400-მდე ფეხმძიმე დაინფიცირდა

რუსეთში კორონავირუსით 394 ფეხმძიმე ქალი დაინფიცირდა. მათ შორის 276 - მოსკოვში. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მეან-გინეკოლოგიის მთავარმა სპეციალისტმა,  ლეილა ადამიანმა გააკეთა. მისი თქმით, ქალებში ფეხმძიმობა მეტ-ნაკლები გართულების გარეშე მიმდინარეობს.

ჯანდაცვის სამინიტროს წარმომადგენლის განცხადებით, პანდემიის პირობებში, ქალებმა უმჯობესია ხელოვნური განაყოფიერების პროცედურებისგან თავი შეიკავონ და ის მომავლისთვის გადადონ, რათა თავიდან აიცილონ ვირუსით შესაძლო დაინფიცირება.

რუსეთში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის გავრცელების 87 147 შემთხვევა ფიქსირდება. გარდაიცვალა 794 და გამოჯანმრთელდა 7346 ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system