
რუსეთში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
პაციენტები 88 და 73 წლის იყვნენ.
მათ პნევმონია და თანმდევი პათოლოგიები აღენიშნებოდათ.
12:58
მოსკოვში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ქვეყნის ოპერატიული შტაბის განცხადებაშია აღნიშნული.
რუსეთის ვიცე-პრემიერის, ტატიანა გოლიკოვას თქმით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში COVID-19-ით ინფიცირების 167 შემთხვევაა გამოვლენილი. ჯამში რუსეთში ინფიცირებულთა რიცხვი 658-მდე გაიზარდა.