თავში

რუსეთში მამაკაცი 8 წლის გოგონას გატაცების ფაქტზე დაიჭირეს - PHOTO

რუსეთში მამაკაცი 8 წლის გოგონას გატაცების ფაქტზე დაიჭირეს - PHOTO
რუსეთში მამაკაცი 8 წლის გოგონას გატაცების ფაქტზე დაიჭირეს  - PHOTO

რუსეთში, ქალაქ ნეიაში, 36 წლის მამაკაცი 8 წლის გოგონას გატაცების ფაქტზე დააკავეს. ბავშვი პოლიციამ მოხალისეებთან ერთად, ხანგრძლივი და ინტენსიური ძებნის შემდეგ იპოვა. გამომძიებლების განცხადებით, გოგონას ტანია ჰქვია. ის საავადმყოფოში დაუყონებლივ გადაიყვანეს და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა, სერიოზული ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა. შემდეგ ბავშვი ოჯახის წევრებს დაუბრუნდა. 

სამართალდამცავებმა გადაიღეს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ დამნაშავე ჩვენებას აძლევს და მომხდარი სცენის იმიტირებას, მანეკენის გამოყენებით აკეთებს. ის ყვება, თუ იტაცებს სკოლაში მიმავალ გოგონას და იძულებით, მანქანის საბარგულში სვამს. 

პოლიციას გოგონას გაუჩინარების შესახებ მშობლებმა შეატყობინეს და მის სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობას ლიზა ალერტის მოხალისეთა ჯგუფიც იღებდა. მას მთელი რუსეთის მასშტაბით ეძებდნენ.

დამნაშავეს სახელი არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ მას 5-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიება მიმდინარეობს და მას, შესაძლოა სექსუალური ძალადობის ბრალდებაც წაუყენონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system