თავში

რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე შეზღუდულად აღინიშნა

რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე შეზღუდულად აღინიშნა
რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე შეზღუდულად აღინიშნა

რუსეთის დედაქალაქში მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხების 75-ე წლისთავი შეზღუდულად აღნიშნეს. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილია მოსკოვის ქუჩები და შეზღუდულია ავტომანქანებით გადაადგილება. ვინაიდან ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფი ტემპით იმატებს, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, წელს გამაჯვების აღსანიშნავი აღლუმი არ ჩაეტარებინა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყვავილები მიიტანა კრემლთან ახლოს მდებარე, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან. 

"ჩვენ დაუმარცხებლები ვართ, როდესაც ერთად ვდგავართ", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

გასულ წელს, მოსკოვში გამართულ ნაცისურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმს დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ესწრებოდა.

წელს, ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავი ღონისძიება მხოლოდ საჰაერო ვერტმფრენებით აღნიშნეს. დედაქალაქს 75-მა ერთეულმა სამხედრო სუ-25 ტიპის თვითმფრინავმა გადაუფრინა და ცაზე რუსეთის დროშის ფერების კვამლის ნაკვალები დატოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system