თავში

რუსეთში მწვანე თოვლი მოვიდა

​რუსეთში მწვანე თოვლი მოვიდა
რუსეთში მწვანე თოვლი მოვიდა

რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქის მოსახლეობამ ეკოლოგიის რეგიონალურ სამინისტროს აუწყა, რომ აქ მწვანე თოვლი მოვიდა. სპეციალისტების თქმით, მათ ადგილი დაათვალიერეს და განაცხადეს, რომ თოვლის ფერის ცვლილება გრანიტის კარიერის მტვერთანაა დაკავშირებული, რომელიც აქვე მდებარეობს.

ეკოლოგების თქმით, მწვანე თოვლი მოსახლეობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა აღნიშნეს, რომ გრანიტის მტვერის გავრცელების ზონა კარიერის სანიტარული ტერიტორიის ფარგლებს არ უნდა ცდებოდეს. სპეციალისტები მონიტორინგს აგრძელებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system