თავში

რუსეთში ნავალნის ვებგვერდი დაბლოკეს

​რუსეთში ნავალნის ვებგვერდი დაბლოკეს
რუსეთში ნავალნის ვებგვერდი დაბლოკეს

რუსეთის სამეთვალყურეო სააგენტომ "როსკომნადზორმა" ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ვებგვერდი navalny.com დაბლოკა. ამის შესახებ "ნავალნის გუნდის" "ტელეგრამ-არხი" იტყობინება.

"საიტი დაბლოკილია, რადგან ეს რესურსი შეიცავს ინფორმაციას, რომლის გავრცელება რუსეთის ფედერაციაში აკრძალულია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, მედია წერს, რუსეთიდან ზოგიერთი მომხმარებელი გვერდს ხსნის, ზოგი - ვერ.

"ნავალნის გუნდი" მიიჩნევს, რომ "როსკომნადზორი" მალე დაბლოკავს "ჭკვიანი ხმის მიცემის" ვებგვერდს votesmart.appspot.com-საც და მომხმარებლებს მოუწოდებს, დარეგისტრირდეს, "სანამ გვიანი არ არის".

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა.

2014 წლის ბოლოს რუსეთის სასამართლომ ძმები ალექსეი და ოლეგ ნავალნები "ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ოლეგ ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ალექსეი ნავალნის კი - პირობითი სასჯელი. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რადგან, უწყების განცხადებით გერმანიის კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ნავალნიმ რუსეთის ინსპექციაში არ გამოცხადდა.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, ღამით "შერემეტიევოს" აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა. რუს ოპოზიციონერს საერთო რეჟიმის კოლონიაში 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დასავლეთი ნავალნის დაკავებას გმობს და მის გათავისუფლებას ითხოვს.

მიმდინარე წლის აგვისტოში, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული და ფაქტი კრემლის მხრიდან ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობად შეფასდა. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ინციდენტთან კავშირი არა აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system