თავში

რუსეთში პოლიციამ ტყეში დამარხული განძი იპოვა

რუსეთში პოლიციამ ტყეში დამარხული განძი იპოვა
რუსეთში პოლიციამ ტყეში დამარხული განძი იპოვა

რუსეთის პოლიციამ ტყეში მიწაში ჩაფლული, 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ბრილიანტები და სხვა ძვირფასი ქვები აღმოაჩინა. სავარაუდოდ, განძი მიწაში კოლუმბიელმა ეჭვმიტანილმა დამარხა, რომელმაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის დროს ძვრიფასეულობა მოიპარა. 

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

პოლიციამ გამოაქვეყნა ტალახით დაფარული ჩანთის სურათები, რომელიც ბეჭდებითა და გულსაბნევებითაა სავსე.  ეჭვმიტანილი 2019 წელს დააკავეს არგენტინაში და ამ წლის დასაწყისში მისი რუსეთში ექსტრადაციის პროცესი დასრულდა. მან აღიარა, რომ სწორედ იმ ტყეში იმალებოდა და განძი იქ დამალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system