თავში

რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი 22 აპრილს ჩატარდება

​რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმ
რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი 22 აპრილს ჩატარდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო ხმის მიცემის (რეფერენდუმის) 22 აპრილს ჩატარების შესახებ.

კენჭისყრაზე გატანილი იქნება კითხვა: „უჭერთ თუ არა მხარს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას?“.

ამავდროულად, აღინიშნება, რომ ხმის მიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ ეს დასაშვები იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.

11 მარტს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო შესწორებების პროექტი, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებების ვადებს ანულებს.

მანამდე დეპუტატი ვალენტინა ტერეშკოვა გამოვიდა ინიციტივით, რომ რუსეთის კონსტიტუციიდან საპრეზიდენტო ვადების შეზღუდვის შესახებ ჩანაწერი ამოიღონ, რათა ვლადიმერ პუტინს ჰქონდეს უფლება, 2024 წელის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system