თავში

რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს ყველა რეგიონმა დაუჭირა მხარი

​რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს ყველა რეგიონმა დაუჭირა მხარი
რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს ყველა რეგიონმა დაუჭირა მხარი

ადიგეის პარლამენტმა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ამგვარად, დოკუმენტს რუსეთის ყველა რეგიონის მხარდაჭერა აქვს. ახლა ცვლილებებს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, რის შემდეგ კანონი გასაჯაროვდება.

ამის შემდეგ ვლადიმერ პუტინი ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნის, რომელიც 1 კვირის ვადაში დაადგენს, შეესაბამება თუ არა დოკუმენტი კონსტიტუციას.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი საყოველთაო არჩევნებს დანიშნავს. სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული, შევა თუ არა კონსტიტუციაში ცვლილებები საბოლოოდ. 

11 მარტს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო შესწორებების პროექტი, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებების ვადებს ანულებს.

მანამდე დეპუტატი ვალენტინა ტერეშკოვა გამოვიდა ინიციტივით, რომ რუსეთის კონსტიტუციიდან საპრეზიდენტო ვადების შეზღუდვის შესახებ ჩანაწერი ამოიღონ, რათა ვლადიმერ პუტინს ჰქონდეს უფლება, 2024 წელის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system