
რუსეთში, მოსკოვის მახლობლად, კუბინკაში Ilyushin Il-112-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
წინასწარი ცნობით, ეკიპაჟი დაიღუპა.
ინციდენტი სასწავლო ფრენის დროს, დაშვებისას მოხდა.
ავიაკატასტროფის მიზეზებს სპეციალური კომისია დაადგენს.