
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო ვადებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
შესაბამისად, ვლადიმერ პუტინს, რომლის ზედიზედ მეორე საპრეზიდენტო ვადას უფლებამოსილება 2024 წელს ეწურება, ამ პოსტზე მესამედ კენჭისყრის უფლება ექნება.
დუმაში გამოსვლისას ვლადიმერ პუტინი შესწორებას დაეთანხმა, თუმცა აღნიშნა, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოსთან უნდა იყოს შეთანხმებული. მისი თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ ეს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, შესწორებები 22 აპრილის კენჭისყრაზე საბოლოოდ იქნება დამტკიცებული.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ რუსი დეპუტატი ვალენტინა ტერეშკოვა გამოვიდა ინიციტივით, რომ რუსეთის კონსტიტუციიდან საპრეზიდენტო ვადების შეზღუდვის შესახებ ჩანაწერი ამოიღონ, რათა ვლადიმერ პუტინს ჰქონდეს უფლება, 2024 წელის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.