თავში

რუსეთში სექს-მუშაკმა ფანჯრიდან 3 წლის შვილი გადააგდო

​რუსეთში სექს-მუშაკმა ფანჯრიდან 3 წლის შვილი გადააგდო
რუსეთში სექს-მუშაკმა ფანჯრიდან 3 წლის შვილი გადააგდო

რუსეთში, სამარაში 24 წლის ქალმა ფანჯრიდან 3 წლის შვილი გადააგდო. ინციდენტის შედეგად გოგონა გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

თვითმხილველთა ცნობით, ახალგაზრდა ქალი შვილთან ერთად ულიანოვსკიდან ჩამოვიდა და ბინას ქირაობდა. ის სექსუალური ხასიათის მომსახურებით ირჩენდა თავს.

მედიის ცნობით, 24 წლის ქალმა 2018 წელს დაბადებული გოგონა მე-5 სართულის აივნიდან გადაკიდა. გოგონა ტიროდა და ყვიროდა, რომ მას ეშინოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ბავშვი მაისურით ეჭირა, თუმცა ის გაიხა და გოგონა ასფალტზე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. ამასთან, თვითმხილველების თქმით, ქალი ამ დროს ნასვამი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system