თავში

რუსეთში სერგეი ფურგალის მხარდასაჭერი მასშტაბური აქციები მიმდინარეობს

რუსეთში სერგეი ფურგალის მხარდასაჭერი მასშტაბური აქციები მიმდინარეობს
რუსეთში სერგეი ფურგალის მხარდასაჭერი მასშტაბური აქციები მიმდინარეობს

რუსეთში, ქალაქ ხაბაროვსკში უკვე მესამე კვირაა დაკავებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდასაჭერი აქციები  მიმდინარეობს.  ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ყოფილი გუბერნატორის დაპატიმრებას, რომელიც მისი მომხრეების თქმით, პოლიტიკურად იყო მოტივირებული, საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. 

მომიტინგეები კრემს უპირისპირდებიან და სერგეი ფურგალის გათავისუფლებას მოითხოვენ. 

ქალაქის ხელისუფლების განცხადებით, აქციაში დაახლოებით 6,500 ადამიანი მონაწილეობს, თუმცა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე  20,000 ადამიანი შეიკრიბა.

სერგეი ფურგალი 9 ივნისს დააკავეს. მას 2004-2005 წლებში ორი ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზება და ერთ მეწარმეზე თავდასხმა ედება ბრალად, ყოფილ გუბერნატორს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system