თავში

რუსეთში, ტაქსის მძღოლი სამ მოსწავლეს დაეჯახა

რუსეთში, ტაქსის მძღოლი სამ მოსწავლეს დაეჯახა
რუსეთში, ტაქსის მძღოლი სამ მოსწავლეს დაეჯახა

რუსეთში, ჩელიაბინსკის ცენტრში ტაქსის მძღოლი სკოლის სამ მოსწავლეს დაეჯახა. ამის შესახებ რუსული მედია რეგიონის საგზაო პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

საგზაო კამერების ჩანაწერით დგინდება, რომ ბავშვებმა ავტომაგისტრალზე წითელ შუქნიშანზე გადაირბინეს, რის გამოც მძღოლმა რეაგირება ვერ მოასწრო და ბავშვებს დაეჯახა.

შემთხვევის თვითმხილველების განცხადებით, ერთ-ერთმა მოსწავლემ მძიმე დაზიანება მიიღო და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო, ორ მოსწავლეს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებათ.

საგზაო პოლიციის განცხადებით, ამ დროისათვის საქმის დეტალების გამოძიება მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system